KA

აკრა

აკრა (ინგლ. Accra) — განის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი. 2013 წლის მონაცემების მიხედვით ქალაქში ცხოვრობდა 2 291 352 ადამიანი. ქალაქის გარშემო არსებული აგლომერაცია და უშუალოდ დედაქალაქი, წარმოადგენს დიდ აკრას. ქალაქი აკრა აგრეთვე არის ამავე სახელწოდების რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრი. აკრის რეგიონში დაახლოებით სამი მილიონი ადამიანი ცხოვრობს, რაც ამ მხარეს განაში ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ ადგილად აქცევს.

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აკრა (მრავალმნიშვნელოვანი).
დედაქალაქი
აკრა
Accra
ქვეყანა  განა
შიდა დაყოფა Ablekuma Central Constituency, Ablekuma North Constituency, Ablekuma South Constituency, Ashiedu Keteke Constituency, Ayawaso Central Constituency, Ayawaso East Constituency, Ayawaso West Wuogon Constituency, La Nkwantanang Madina, Okaikwei North Constituency, Okaikwei South Constituency და Korle Klottey Constituency
კოორდინატები 5°33′00″ ჩ. გ.0°12′00″ დ. გ.
ქალაქის მერი Mohammed Adjei Sowah
ფართობი 185 კმ²
ცენტრის სიმაღლე 61 მ.
ოფიციალური ენა ინგლისური ენა[1]
მოსახლეობა 2,291,352[2][3][4] კაცი (2013)
სიმჭიდროვე 9,589.2/კმ2 კაცი/კმ²
აგლომერაცია 2,905,726
სასაათო სარტყელი UTCUTC
სატელეფონო კოდი 030
ოფიციალური საიტი ama.gov.gh

ქალაქი აკრა წარმოადგენს, ქვეყნის ეკონომიკურ, პოლიტიკურ და კულტურულ ცენტრს. ეს დასახლება აგრეთვე არის ქვეყნის მთავარი სატრანსპორტო ცენტრიც, ქალაქიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს ქვეყნის საერთაშორისო აეროპორტი.

XV საუკუნეში ამ ტერიტორიაზე პორტუგალიელებმა დასახლება დააარსეს, სწორედ ამ ტერიტორიიდან ისინი ეწეოდნენ ვაჭრობას. მომდევნო ორი საუკუნის განმავლობაში ამ ადგილებზე კონტროლისთვის სამი სახელმწიფო: პორტუგალია, დანია და დიდი ბრიტანეთი დაობდა. თავიანთი პოზიციის განმტკიცების მიზნით თითოეულმა მხარემ, ამ ადგილებში ციხესიმაგრეების აგება დაიწყო. 1600 წლიდან აკრა ხდება ამ მხარეში უმსხვილესი სავაჭრო ცენტრი. 1850 წლიდან დასახლება ინგლისური კოლონია ოქროს ნაპირის ადმინისტრაციული ცენტრია. აკრა თანდათანობით მნიშვნელოვნად გაფართოვდა. 1862 წელს მომხდარმა მიწისძვრამ ქალაქი მნიშვნელოვნად დააზიანა.

განის დამოუკლიდებლობის შემდეგ, აკრაში მრავალი თანამედროვე შენობა აიგო. აკრა გაშენებულია გვინეის ყურის სანაპირო ზოლში. ქალაქში კლიმატი ეკვატორულია, აქ ყოველწლიური ნალექების რაოდენობა 1000 მმ-დეა. ქალაქიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს მდინარე ვოლტა.

. . . აკრა . . .

ქალაქი აკრა ოკეანესთან მდებარეობს. აქ ძირითადად არის ნახევრადმშრალი კლიმატი (კიოპენის კლიმატის კლასიფიკაციის მიხედვით). ნალექის საშუალო წლიური მაჩვენებელი დაახლოებით 730 მმ-ია, რომელიც ძირითადად განის ორ წვიმიან სეზონზე მოდის. მთავარი წვიმების სეზონი აპრილში იწყება და ივლისის შუა რიცხვებში მთავრდება, ხოლო მეორე წვიმიანი სეზონი ოქტომბერშია. წვიმა, როგორც წესი, მოდის მოკლე ინტენსიური ქარიშხლის სახით და იწვევს წყალდიდობებს. ტემპერატურის ძალიან მცირე ცვალებადობა შეინიშნება მთელი წლის განმავლობაში. საშუალო თვიური ტემპერატურა 25,9 °C- დან 29,6 °C-მდე მერყეობს.

როგორც სანაპირო ქალაქი, აკრა დაუცველია კლიმატის ცვლილებისა და ზღვის დონის მატებასთან დაკავშირებული პრობლემებისგან, ამას ემატება მოსახლეობის რაოდენობის ზრდა, რომელიც სანაპირო ზოლებს აწვება.[5] სანიაღვრე ინფრასტრუქტურა განსაკუთრებით რისკის შემცველია, რაც დიდ გავლენას ახდენს ადამიანების საარსებო წყაროზე, განსაკუთრებით არაფორმალურ დასახლებებში. ქალაქში მაქსიმალური ქარის სიჩქარე, რაც დაფიქსირებულა 107,4 კმ/სთ-ს შედგენდა. აკრა განიცდის მიკროკლიმატულ ეფექტებს.

1960-1970 წლებში დაიწყო სწრაფი ინდუსტრიალიზაცია და გაფართოვდა აკრის წარმოებისა და კომერციული სექტორებში. ამან ხელი შეუწყო ქვყნის სხვადასხვა რეგიონებიდან ადამიანების აკრაში მიგრირებას, რამაც მკვეთრად გაზარდა მოსახლეობის რაოდენობა.[6] 1970-იან წლებში განის ეკონომიკის სტაგნაციამ შეაჩერა აკრის მოსახლეობის ზრდა, რაც 1970-1984 წლების შიდაწარმოების ვარდნით დაფიქსირდა. 2000 წელს მოსახლეობის დაახლოებითი სიმჭიდროვე აკრის მეტროპოლიტენის არეალში იყო 10,03 ადამიანი ერთ ჰექტარზე, ხოლო 1970 წელს ჰექტარზე 6,23 ადამიანი მოდიოდა. უფრო მაღალშემოსავლიან ადგილებში, სიმჭიდროვე მერყეობს 17,5-დან და 40-მდე ადამიანი ჰექტარზე.

აკრის მოსახლეობა ძალზე ახალგაზრდაა, მოსახლეობის 56% 24 წლამდე ასაკისაა. მოსახლეობის 41% პროცენტი ქალია, ხოლო დანარჩენი 49% მამაკაცი. ეს იძლევა მამაკაცთა და ქალთა კოეფიციენტს 1:1.04.[7]

დეცენტრალიზაცია სავარაუდოდ შეამცირებს მიგრაციის მაჩვენებელს ქალაქში. აკრაში მიგრაციის მასშტაბის შეფასება, რომელიც მოცემულ ადგილსა და სქესზეა დაფუძნებული, ცხადყოფს, რომ აკრაში მცხოვრებთა 45% აფრიკის კონტინენტის ქვეყნებიდან არის ჩამოსული და აფრიკელი მიგრანტია.

ქალაქის განვითარებასთან ერთად აკრა უფრო და უფრო ფართოვდება, ამიტომაც ნაკლები ყურადღება ეთმობა ქალაქის გარკვეულ უბნებს და მთელი კონცენტრაცია გადატანილია ახალი საცხოვრებელი შენობების მშენებლობაზე, რომლებიც ძირითადად ქალაქის გარეუბნებში შენდება. აკრაში პერიფერიული საცხოვრებელი სახლების განვითარებას საკმარისი ინფრასტრუქტურა არ აქვს. ასევე არსებობს უამრავი დაუმთავრებელი სახლი, ამას სხვადასხვა დაბრკოლებები იწვევს, მათ შორის სასამართლო განხილვვები, ორგანიზაციებისა და შესაბამისი პირების ნაკლებობა, რომლებსაც შეუძლიათ გადაჭრან ეს პრობლემები. ძირითადი შენობები აშენებულია ქვიშაქვის ბლოკებით, რომელიც იხურება ალუმინის სახურავით. საერთო ჯამში, აკრას მეტროპოლიტენის ყველა სახლის 84,4% -ს გარე კედლები ცემენტის აქვთ. აგრეთვე, აკრაში საცხოვრებელი სახლების 99.2%-ის იატაკი დამზადებულია ცემენტისგან.

. . . აკრა . . .

This article is issued from web site Wikipedia. The original article may be a bit shortened or modified. Some links may have been modified. The text is licensed under “Creative Commons – Attribution – Sharealike” [1] and some of the text can also be licensed under the terms of the “GNU Free Documentation License” [2]. Additional terms may apply for the media files. By using this site, you agree to our Legal pages . Web links: [1] [2]

. . . აკრა . . .

Back To Top