KA

ამერიკის შეერთებული შტატები

ამერიკის შეერთებული შტატები (ინგლ. The United States of America, USA; ასევე უწოდებენ შეერთებულ შტატებს, აშშ-ს, შტატებს და ამერიკას) — ფედერალური სახელმწიფო, მოიცავს ორმოცდაათ შტატსა და ერთ ფედერალურ ოლქს. ქვეყნის ტერიტორიის ძირითადი ნაწილი მდებარეობს ჩრდილოეთ ამერიკის ცენტრალურ ნაწილში, კონტინენტზე მდებარეობს ორმოცდაცხრა შტატი, შეერთებულ შტატებს ჩრდილოეთიდან ესაზღვრება კანადა, ხოლო სამხრეთიდან მექსიკა. ქვეყანა მოქცეულია ორ ოკეანეს შორის. შტატი ალასკა მდებარეობს კონტინენტის უკიდურეს ჩრდილოეთ ნაწილში, კანადისდასავლეთით და რუსეთისაღმოსავლეთით; რუსეთსა და აშშ-ს ბერინგის სრუტე აკავშირებს. შტატი ჰავაი არის არქიპელაგიწყნარი ოკეანის ცენტრალურ ნაწილში. აშშ ასევე ფლობს ტერიტორიებს კარიბის ზღვასა და წყნარ ოკეანეში.

ამერიკის შეერთებული შტატები

United States of America
შეერთებული შტატები
დევიზი: In God We Trust[1]

ჩვენ ღვთის გვჯერა
სხვა ტრადიციული დევიზები:
ლათ.E pluribus unum[2]
“ერთი მრავალთაგან”
ლათ.Annuit cœptis[2]
“Providence favors our undertakings”
ლათ.Novus ordo seclorum[2]
“New order of the ages”

ჰიმნი: 

დიდი ბეჭედი:[2]

[[ფაილი:

იხილეთ გლობუსზე (მხოლოდ შტატები )
იხილეთ აშშ და მისი ტერიტორიები

|center|250პქ|alt=|თარგი:ქვეყნის მონაცემები შეერთებული შტატები მდებარეობა]]

უდიდესი ქალაქი ნიუ-იორკი
40°43′ ჩ. გ.74°00′ დ. გ.
ოფიციალური ენა არცერთი ფედერალურ დონეზე. [georgian 1]
აღიარებული ეროვნული ენები ინგლისური
ეთნიკური ჯგუფები (2019)
რასის მიხედვით:

  • 76.3% თეთრკანიანი
  • 13.4% შავკანიანი
  • 5.9% აზიელი
  • 2.8% შერეული რასა/სხვა
  • 1.3% ადგილობრივი ამერიკელი
  • 0.2% Pacific Islander
ეთნიკური კუთვნილების მიხედვით:

  • 81.5% არაესპანელი ან ლათინო
  • 18.5% ესპანელი ან ლათინო
რელიგია
  • 65% ქრისტიანობა
  • 28% რელიგიის გარეშე
  • 6% სხვა
  • 1% უპასუხო
ეთნოქორონიმი ამერიკელი
მთავრობა ფედერალური საპრეზიდენტორესპუბლიკა
   პრეზიდენტი ჯო ბაიდენი (D)
   ვიცე პრეზიდენტი კამალა ჰარისი (D)
   წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი (D)
საკანონმდებლო ორგანო კონგრესი
   ზედა პალატა სენატი
   ქვედა პალატა წარმომადგენელთა პალატა
დამოუკიდებლობა დიდი ბრიტანეთისგან
   დეკლარაცია 4 ივლისი 1776 
   კონფედერაცია 1 მარტი 1781 
   პარიზის ზავი 3 სექტემბერი 1783 
   კონსტიტუცია 21 ივნისი 1788 
   Bill of Rights 25 სექტემბერი 1789 
   ბოლო მიერთებული შტატი 21 აგვისტო 1959 
   კონსტიტუციის ბოლო შესწორება (27-ე) 5 მაისი 1992 
ფართობი
   საერთო ფართობი 9,833,520 კმ2 (მე-3/მე-4)
   წყალი (%) 4.66 (2015)[6]
   მიწის საერთო ფართობი 9,147,590
მოსახლეობა
   2020 აღწერა 331,449,281 [7] (მე-3)
   სიმჭიდროვე 87კაცი/მილი2 კაცი/კმ2 (146-ე)
მშპ (მუპ) 2021 შეფასება
   სულ $22.675 ტრილიონი[8] (მე-2)
   ერთ სულ მოსახლეზე $68,309[8] (მე-7)
მშპ (ნომინალი) 2021 შეფასება
   სულ $22.675 ტრილიონი[8] (პირველი)
   ერთ სულ მოსახლეზე $68,309[8] (მე-5)
ჯინი (2020)  48.5[9]
მაღალი
აგი (2019)  0.926[10]
ძალიან მაღალი
ვალუტა ამერიკული დოლარი ($) (USD)
სასაათო სარტყელი (UTC−4 დან −12, +10, +11)
   ზაფხული (DST)  (UTC−4 დან −10)
თარიღის ფორმატი
  • თთ/დდ/წწწწ
  • წწწწთთდდ
მოძრაობა მარჯვნივ
სატელეფონო კოდი +1
ISO 3166 კოდი US
ინტერნეტ-დომენი

ქვეყნის ფართობი შეადგენს 9,83 მილიონ კვადრატულ კილომეტრს და ცხოვრობს 327 მილიონი ადამიანი (2018 წლის შეფასებით). შეერთებული შტატები ფართობისა და მოსახლეობის სიდიდის მიხედვით მსოფლიოს პირველ ათ სახელმწიფოს შორის შედის. აშშ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ეთნიკურად მრავალფეროვანი და მულტიკულტურული ქვეყანაა, სადაც მრავალი იმიგრანტი ცხოვრობს. ეკონომიკის მაჩვენებლებით აშშ-ს მსოფლიოში პირველი ადგილი უკავია.

ქვეყნის მკვიდრი მოსახლეობა აზიური წარმოშობისაა, ისინი აქ მრავალი ათასი წინ დასახლდნენ. შეერთებული შტატები დააარსა ცამეტმა ბრიტანულმა კოლონიამ. 1776 წლის 4 ივლისს მათ თავი დამოუკიდებლად გამოაცხადეს. ამას მოჰყვა დამოუკიდებლობის ომი ბრიტანეთის იმპერიასთან, სადაც აშშ-მ გაიმარჯვა. 1787 წლის 17 სექტემბერს მიიღეს ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუცია.

XIX საუკუნეში, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შეიერთა ტერიტორიები: საფრანგეთისგან, ესპანეთისგან, გაერთიანებული სამეფოსგან, მექსიკისგან, რუსეთისგან; მოახდინა ტეხასის რესპუბლიკისა და ჰავაის ანექსია. 1861 წელს ქვეყანაში დაიწყო სამოქალაქო ომი, რომელშიც ერთმანეთს ჩრდილოეთისა და სამხრეთის შტატები დაუპირისპირდნენ, საბოლოო გამარჯვება კი ჩრდილოეთს დარჩა. სამოქალაქო ომის დასრულების შემდეგ მთელი ქვეყნის მასშტაბით მონობა გაუქმდა, რის შემდეგაც შეერთებული შტატების ეკონომიკა სწრაფი ტემპებით განვითარდა. აშშ მონაწილეობდა როგორც პირველ, ასევე მეორე მსოფლიო ომში. აშშ გახდა პირველი სახელმწიფო, რომელმაც ბირთვული იარაღი შექმნა. ქვეყანა არის გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი.

. . . ამერიკის შეერთებული შტატები . . .

. . . ამერიკის შეერთებული შტატები . . .

This article is issued from web site Wikipedia. The original article may be a bit shortened or modified. Some links may have been modified. The text is licensed under “Creative Commons – Attribution – Sharealike” [1] and some of the text can also be licensed under the terms of the “GNU Free Documentation License” [2]. Additional terms may apply for the media files. By using this site, you agree to our Legal pages . Web links: [1] [2]

. . . ამერიკის შეერთებული შტატები . . .

Back To Top