KA

ინდიუმი

ინდიუმი — დიმიტრი მენდელეევისპერიოდული სისტემის მეხუთე პერიოდის მესამე ჯგუფის მთავარი ქვეჯგუფის ქიმიური ელემენტი, ატომური ნომერია 49. აღინიშნება სიმბოლოთი In (ლათ. Indium). მიეკუთვნება მსუბუქი ლითონების ჯგუფს. მარტივი ნივითერებაინდიუმი (CAS-ნომერი: 7440-74-6) — ჭედადი, ადვილადლღვობადი, ძალიან რბილი მოვერცხლისფრო-თეთრი ფერის ლითონია. თავისი ქიმიური თვისებებით ახლოსაა ალუმინთან და გალიუმთან, შესახედაობით ჰგავს თუთიას.

ინდიუმი / Indium (In)
ელემენტის რიგითი ნომერი 49
მარტივი ნივთიერების ვიზუალური აღწერა

მსუბუქი, მოვერცხლისფრო რუხი, ძალიან რბილი, ჭედადი ლითონი

ატომის თვისებები
ატომური მასა
(მოლური მასა)
114,818 მ. ა. ე. (/მოლი)
ატომის რადიუსი 166 პმ
იონიზაციის ენერგია
(პირველი ელექტრონი)
1): 558,0 (5,78) 2): 3): კჯ/მოლი (ევ)
ელექტრონული კონფიგურაცია [Kr] 4d10 5s2 5p1
ქიმიური თვისებები
კოვალენტური რადიუსი 144 პმ
იონური რადიუსი (+3e) 81 პმ
ელექტროუარყოფითობა
(პოლინგის თანახმად)
1,78
ელექტროდული პოტენციალი −0,34
ჟანგვის ხარისხი 3
მარტივი ნივთიერებების თერმოდინამიკური თვისებები
ნივთიერების სიმკვრივე 7,31 /სმ³
ხვედრითი თბოტევადობა 26,7[1]/(·მოლი)
თბოგამტარობა 81,8 ვტ/(·კ)
დნობის ტემპერატურა 429,32
დნობის სითბო 3,24 კჯ/მოლი
დუღილის ტემპერატურა 2353
აორთქლების სითბო 225,1 კჯ/მოლი
მოლური მოცულობა 15,7 სმ³/მოლი
მარტივი ნივთიერების კრისტალური მესერი
მესრის სტრუქტურა ტეტრაგონალური
მესრის პერიოდი 3,252 Å
შეფარდება 1,52n/
დებაის ტემპერატურა 129
ემისიური სპექტრი
ინდიუმის ატომის სქემა

ინდიუმი
49 In
114,818
[Kr] 4d10 5s2 5p1

. . . ინდიუმი . . .

ინდიუმი აღმოაჩინეს გერმანელმა ქიმიკოსებმა ფერდინანდ რეიხმა (Ferdinand Reich) და თეოდორ რიხტერმა (Theodore Richter) 1863 წელს, თუთიის მატყუარის სპექტროსკოპიული კვლევის დროს[2][3]. ისინი ეძებდნენ ტალიუმს, თუმცა ამ ელემენტის მწვანე ხაზის მაგივრად იპოვეს უცნობი კაშკაშა ცისფერი ხაზი. შედეგად რიხტერის მიერ გამოყოფილ იქნა უმნიშვნელო რაოდენობის ლითონი, მაგრამ 1867 წ. მსოფლიო გამოფენაზე უკვე იყო წარმოდგენილი ნახევარკილოგრამიანი ინდიუმის ზოდი.[4]

ინდიუმის სპექტრში კაშკაშა ემისიური ხაზი — ინდიგოს ფერისაა.

ინდიუმის ატომის ელექტრონული სტრუქტურის გათვალისწინებით, ის მიეკუთვნება ჰალკოფილურ ელემენტებს (18 ელემენტი). ახლა ცნობილია მიახლოებით 10-მდე ინდიუმის მინერალი: თვითნაბადი ინდიუმი, როკეხიტი CuInS2, ინდითი FeIn2S4, კადმოინდითი (CdIn2S4), ჯალინდიტი In(OH)3, საკურანიტი (CuZnFe)3InS4. ძირითადად ინდიუმი გვხვდება იზომორფული მინარევების სახით, ადრეულ მაღალი რკინის შემცველობის სფალერიტში, სადაც მისი შემცველობა აღწევს პროცენტის მეათედ ნაწილს. ჰალკოპირიტების და სტანინების ზოგ სახეობებში ინდიუმის შემცველობაა პროცენტის ასეულ-ათელი ნაწილები, ხოლო კასიტერიტში და პიროტინში — პროცენტის მეათასედი ნაწილი. პირიტში და არსენოპირიტში და ზოგ სხვა მინერალებში ინდიუმის კონცენტრაცია გრამებია 1 ტონაზე. ინდიუმის სამრეწველო მიღებისათვის მნიშვნელობა აქვს სფალერიტს, რომელიც შეიცავს არანაკლებ 0,1 % ინდიუმს. ინდიუმი დამოუკიდებელ საბადოებს არ ქმნის, ის შედის სხვა ლითონების მადნების შემადგენლობაში. ყველაზე დიდი შემცველობა დაფიქსირებულია სხვადასხვა სახის კასიტერიტის და სულფიდურ-კასიტერიტულ საბადოებში. ინდიუმის შემცველობა დედამიწის ქერქში შეადგენს (კლარკი) 0,25 გრ/ტ (ის სამჯერ უფრო მეტჯერაა გავრცელებული ვიდრე ვერცხლი), ზღვის წყალში არის – 0,018 მგრ/ლ.[5]

. . . ინდიუმი . . .

This article is issued from web site Wikipedia. The original article may be a bit shortened or modified. Some links may have been modified. The text is licensed under “Creative Commons – Attribution – Sharealike” [1] and some of the text can also be licensed under the terms of the “GNU Free Documentation License” [2]. Additional terms may apply for the media files. By using this site, you agree to our Legal pages . Web links: [1] [2]

. . . ინდიუმი . . .

Back To Top