„კანის ქვეშ“ — ფინური სამედიცინო, მისტერიული ჟანრის ტელესერიალი, რომელიც ტელეკომპანია Nelonen გადაიღო 2016 წელს. სერიალი 1 სეზონსა და 12 ეპიზოდს მოიცავს და მასში მონაწილეობენ ცნობილი მსახიობები: ტანელი მაკელა, ელენა ლეევე და ვილეჰარდ კოლანდერი. ელენა ლეევე (სოფია სივენიუსტა) იმ კლინიკის ექთანია სადაც ღეროვანი უჯრედების კვლევის პროფესიონალი ექიმი და მამამისი ტანელი მაკელა (ჰანუ სივენიუსი) მუშაობს. სერიალში ასახულია ფინეთის ექიმების სამედიცინო ეთიკა.
. . . კანის ქვეშ (ფინური ტელესერიალი) . . .
სერიალის გადაღებები 2015 წლის დეკემბერში დაიწყო და მთელი ზამთრის სეზონზე გაგრძელდა, თუმცა ეთერში მხოლო 2016 წლის 14 იანვარს გავიდა. სერიალის პრემიერა ტელეკომპანია Nelonen-სა და Nelonen Media-ს ეთერში შედგა. სერიალის გადაღებები მიმდინარეობდა ქალაქ ჰელსინკიში და კაჯანაში კაინუს ცენტრალურ საავადმყოფოში.
სოფია სივენიუსი (ელენა ლეევე) მუშაობს კაინუს ცენტრალურ კლევით საავადმყოფოში ექთნად, ერთ დღეს მას ავარია მოუხდება და დაშავებულს თვითონ გადაიყვანს საავადმყოფოში. სოფიას მამა ჰანუ სივენიუსი (ტანელა მაკელა), საავადმყოფოს წამყვანი ექიმია ღეროვანი უჯრდედების დარგის სფეროში, სწორედ ის ჩაიბარებს სოფის მიერ შემოყვანილ პაციენტს ჰენრი ვარტიმას (ვილეჰარდ კოლანდერი) და გადაწყვეტს საიდუმლო კვლევების ჩატარებს ამ პაციენტზე. სოფიას ეჭვი გაუჩნდება მამის საქმიანობაში და გამოძიებას დაიწყებს და აღმოაჩენს მამის საიდუმლო კვლევებს, რომელიც ლიცენზიის გარეშე და პაციენტის დაუკითხავად ჩაატარა.
. . . კანის ქვეშ (ფინური ტელესერიალი) . . .