ტილაბერის რეგიონი (ფრანგ. Tillabéri) — ნიგერის რეგიონი, რომლის ფართობია 97 251 კმ², ხოლო 2012 წლის აღწერის მონაცემებით რეგიონის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 2 722 482 ადამიანს.[1] მოსახლეობის სიმჭიდროვე — 27,99 ად./კმ². ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი ტილაბერი.
ტილაბერის რეგიონის ტერიტორიაზე მდებარეობს ქვეყნის დედაქალაქი — ნიამეი, რომელსაც აქვს განსაკუთრებული ადმინისტრაციული ერთეულის სტატუსი.
. . . ტილაბერის რეგიონი . . .
ტილაბერის რეგიონი მდებარეობს ნიგერის სამხრეთ-დასავლეთში. მისგან ჩრდილოეთით გადის ნიგერის სახელმწიფო საზღვარიმალისთან, დასავლეთით — ბურკინა-ფასოსთან, ხოლო სამხრეთ-დასავლეთით — ბენინთან. ტილაბერის რეგიონიდან აღმოსავლეთით მდებარეობს ნიგერის ტაჰუის რეგიონი, ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთით — დოსოს რეგიონი.
ტილაბერის რეგიონში მიედინება მდინარენიგერი და მისი შენაკადები გორუოლი, ინ-ატესი, სირბა.
ადმინისტრაციული თვალსაზრისით რეგიონი დაყოფილია 6 დეპარტამენტად და 1 მუნიციპალიტეტად (ქალაქი ტილაბერი).[2]
ფილინგის დეპარტამენტი (Filingué):
- ფართობი: 26 217 კმ²
- მოსახლეობა: 553 127 ად. (2011 წელი)
კოლოს დეპარტამენტი (Kollo):
- ფართობი: 10 002 კმ²
- მოსახლეობა: 443 371 ად. (2011 წელი)
უალამის დეპარტამენტი (Ouallam):
- ფართობი: 22 093 კმ²
- მოსახლეობა: 383 632 ად. (2011 წელი)
საის დეპარტამენტი (Say):
- ფართობი: 14 430 კმ²
- მოსახლეობა: 316 439 ად. (2011 წელი)
ტერის დეპარტამენტი (Téra):
- ფართობი: 15 794 კმ²
- მოსახლეობა: 579 658 ად. (2011 წელი)
ტილაბერის დეპარტამენტი (Tillabéri):
- ფართობი: 8715 კმ²
- მოსახლეობა: 295 898 ად. (2011 წელი)
. . . ტილაბერის რეგიონი . . .