უფის სახელმწიფო საავიაციო ტექნიკური უნივერსიტეტი (რუს. Уфимский государственный авиационный технический университет; ბაშკ. Өфө дәүләт авиация техник университеты) — უმაღლესი ტექნიკური სასწავლებელი. მდებარეობს უფაში, ბაშკირეთი, რუსეთი.
. . . უფის სახელმწიფო საავიაციო ტექნიკური უნივერსიტეტი . . .
უფის სახელმწიფო საავიაციო ტექნიკური უნივერსიტეტის ისტორიული ფესვები XIX საუკუნეში იწყება. უნივერსიტეტის წინაპრად ითვლება ვარშავის პოლიტექნიკური ინსტიტუტი[2], რომელიც 1907 წელს გადაიტანეს ნოვოჩერკასკში.
უმაღლესი სასწავლებლის ისტორია კი ოფიციალურად 1932 წლიდან იწყება, როდესაც დაარსდა სერგო ორჯონიკიძის სახელობის რიბინსკის საავიაციო ინსტიტუტი. 1941 წლის შემოდგომაზე მოხდა რიბინსკის საავიაციო ინსტიტუტის ევაკუაცია უფაში და 1942 წელს ეწოდა სერგო ორჯონიკიძის სახელობის უფის საავიაციო ინსტიტუტი[3]. 1955 წელს რიბინსკის ინსტიტუტი კვლავ აღსდგა.
1982 წელს კვალიფიციური პროფესიონალების მომზადებისა და სამეცნიერო კვლევის განვითარების საქმეში დამსახურებებისათვის უფის საავიაციო ინსტიტუტი დააჯილდოეს ლენინის ორდენით[4]. 1992 წელს კი ინსტიტუტს მიენიჭა ტექნიკური უნივერსიტეტის სტატუსი[5].
2011 წელს ეწოდა პროფესიული უმაღლესი განათლების ფედერალური სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულება უფის სახელმწიფო საავიაციო ტექნიკური უნივერსიტეტი[6], ხოლო 2016 წელს კი ეწოდა თანამედროვე სახელი, უმაღლესი განათლების ფედერალური სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულება უფის სახელმწიფო საავიაციო ტექნიკური უნივერსიტეტი[7].
. . . უფის სახელმწიფო საავიაციო ტექნიკური უნივერსიტეტი . . .