KA

5G

5G (ხუთი ჯი) – უსადენო კომუნიკაციის მეხუთე თაობის ტექნოლოგია, რომელიც მობილური კავშირისთვის გამოიყენება. 5G ტექნოლოგიის გამოსაყენებლად აუცილებელია ტექნოლოგიის მხარდამჭერი მოწყობილობის (მაგ. მობილური) ქონა. 5G სიხშირეები განსხვავებულია და მერყეობს 24 გჰც-დან 72 გჰც-მდე.

5G ლოგო

2020 წელს, კორონავირუსის პანდემიის დროს სოციალურ ქსელებში აქტიურად გავრცელდა დეზინფორმაცია იმის შესახებ, რომ 5G ინტერნეტი ადამიანების ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს. ამ თემაზე განმარტება გააკეთა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ და საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა. ორივე უწყებამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ COVID-19 ან სხვა ვირუსები 5G მობილური ქსელით არ ვრცელდება. [1][2]

ამ საკითხს გამოეხმაურა ასევე გაერთიანებული სამეფოს მაუწყებლობის, ტელეკომუნიკაციებისა და საფოსტო ინდუსტრიის მარეგულირებელი სააგენტო. მარეგულირებლის განცხადების თანახმად, „სიხშირის იმ დიაპაზონს, რომელში 5G მუშაობს, არ აქვს საკმარისი ენერგია იმისათვის, რათა ადამიანის სხეულის ქსოვილებთან კონტაქტისას მათში დაარღვიოს ქიმიური ბმები ან მოხდეს ელექტრონების ამოვარდნა.“[3]

. . . 5G . . .

  1. ვირუსები არ გადაეცემა რადიოტალღების/მობილური ქსელების მეშვეობით
  2. კომუნიკაციების კომისია: 5G ტექნოლოგიას მალე დავნერგავთ, რადგან ქვეყნის ეკონომიკური განვითარების გზა ახალი თაობის ინტერნეტ ტექნოლოგიებზე გადის
  3. 5G-ისა და კორონავირუსის კავშირი მითია — ბრიტანეთის კომუნიკაციების მარეგულირებელი სააგენტო, მიხეილ ჭაბუკაშვილი, საქართველოს პირველი არხი

. . . 5G . . .

This article is issued from web site Wikipedia. The original article may be a bit shortened or modified. Some links may have been modified. The text is licensed under “Creative Commons – Attribution – Sharealike” [1] and some of the text can also be licensed under the terms of the “GNU Free Documentation License” [2]. Additional terms may apply for the media files. By using this site, you agree to our Legal pages . Web links: [1] [2]

. . . 5G . . .

Back To Top